Saturday, October 15, 2016

დღე 9

ჩემი ტრენინგის ბოლო დღე დადგა.რა მომცა ტრენინგმა?
შევარჩიე თემა,დავისახე მიზანი.დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ  როგორ მივაღწიო მიზანს,მიზანი გამომდინარეობს ესგ-დან. დავსახე  აქტივობები, რომლებიც დროშია გაწერილი(დაწყებამდე, პროცესში,განხორციელების შემდეგ.) გაჩნდა კითხვები:ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი . შევაფასე განსახორციელებელი აქტივობები რომელიც მიზანთან არის  კავშირში და ა. შ.
პროექტზე მუშაობა მოსწავლეს უყალიბებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.

Sunday, October 2, 2016

დღე 8

მიმოვიხილეთ საშინაო დავალება. განვიხილეთ ტექნოლოგიების ფასილიტაცია.  ფასილიტაცია მოსწავლეებს ხელს უწყობს დამოუკიდებელ სწავლებაში,აგრეთვე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.
ვისწავლე,თუ როგორ მივაბა პროექტის პორტფოლიო ბლოგს.

Saturday, October 1, 2016

7 დღე

განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება,შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობები ,შევქმენი შეფასების რუბრიკა ვიკის ბიბლიოთეკიდან.
განვიხილეთ სასწავლო პროცედურები,ბლუმ-გარდნერის დავალებები. მოსწავლეებს ვთავაზობ შეარჩიონ მინიმუმ სამი ინტელექტი.

Saturday, September 24, 2016

დღე 5

მიმოვიხილეთ საშინაო დავალება. შევაფასეთ ერთმანეთის ნაშრომები.განვიხილეთ მოდული 3 .გავიგე რომ,  ონლინში არსებული რესურსების მითვისება კანონდარღვევაა.განვიხილეთ როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტ თანამშრომლობა და კომუნიკაციის ინსტრუმენტები  სწავლა/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად. ჩვენ უკვე ვიყენებთ გუგლ-დრაივს. მოვირგე მოსწავლის როლი  და შევქმენი სლაიდ-შოუ.

Tuesday, September 13, 2016

რეფლექსია
დღე4

გავეცანით პროექტის მამოძრავებელ ძალებს:კერძოდ მიმართულების  მიმცემ საკვანძო კითხვებს:N1ზოგადი კითხვა N2თემატური კითხვაN3შინაარსობრივი კითხვა.
განვიხილეთ პროექტის შეფასების სხადასხვა მეთოდები.

Monday, September 12, 2016

რეფლქსია
დღე3
გავეცანი პროექტის გეგმის შედგენას. შევიმუშავე სტანდანდარტები  პროექტისათვის. გავეცანი21-ე საუკუნის უნარ- ჩვევებს, რომელიც დამეხმარება პროექტის სასწავლო ამოცანების ჩამოყალიბებაში.

Friday, September 9, 2016

დღე 2

დღეს მე გავიგე,   თუ როგორ შეიძლება მოსწავლის მოტივირება სხვადასხვა უნარების განვითარება რაც მე   უნდა  ვისწავლო ,  მნიშვნელოვანია და ხელს არ ჩავიქნევ.